16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მშვიდობიანი ევროპის იდეა დღეს არის საფრთხის ქვეშ, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი - ირაკლი კობახიძე

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა არის საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი ბრიფინგისას აღნიშნა.

კობახიძის განცხადებით, ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

"დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მშვიდობიანი ევროპის იდეა არის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

ბატონო გენერალურო მდივანო კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები