16 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე - დავით მაღრაძე

ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ, თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები.

"იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ, შესაძლოა დათესონ შფოთი, რათა იქნებ აირიოს ქვეყანა - როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ.

თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, სიმტკიცე, მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს ყველა მცდელობა, გამიზნული არეულობისათვის. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის, მე, დათო მაღრაძე, ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს", - აცხადებს დავით მაღრაძე.

დღის ამბები