16 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
უმნიშვნელოვანესია თავდაცვაში ინვესტიცია, NATO-ს გაიდლაინია მშპ-ის 2%-ის თავდაცვაში ინვესტირება - ალიანსის სულ უფრო მეტი წევრი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია თავდაცვაში ინვესტიცია, ხოლო NATO-ს გაიდლაინი მშპ-ის 2%-ის თავდაცვაში ინვესტირებაა. მისივე თქმით, შეთანხმების ნაწილია სპეციფიკურ პროგრამებზე მუშაობა - როგორიცაა სამხედრო ინჟინერია, კიბერ მიმართულება და ა.შ.

"ფინეთი და შვედეთი მრავალი წელი იყვნენ ახლოს NATO-თან, აკმაყოფილებდნენ ყველა სტანდარტს და ინტეგრირებულნი იყვნენ NATO-ში, წევრობის გარეშე. უნდა გავიაზროთ, თუ რატომ ველით სრულ გაწევრიანებას - რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, საუკეთესოდაა წარმოჩენილი, მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-თან - ეს NATO-სთვისაც და საქართველოსაც საუკეთესო პოზიციაა სრული წევრობის მოლოდინში.

ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი საქართველოსთან ინდივიდუალურ მიდგომებზე დაფუძნებულ პროგრამას. ეს გვაძლევს უკეთეს და უფრო ძლიერ შესაძლებლობებს თანამშრომლობისთვის. ასევე, გვაქვს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, რომელიც შეთანხმებულ საკითხებზე ფასილიტაციას ეწევა. ბევრი ადამიანი მუშაობს პარტნიორობის გაღრმავებაზეც და არსებით პაკეტებზე. ეს ყველაფერი ეხმარება საქართველოს, დაუახლოვდეს NATO-ში სრულ გაწევრიანებას. ასევე, შეთანხმების ნაწილია სპეციფიკურ პროგრამებზე მუშაობა - როგორიცაა სამხედრო ინჟინერია, კიბერ მიმართულება და ა.შ.

მნიშვნელოვანია რეფორმების იმპლემენტაცია, რადგან ეს თქვენს შეიარაღებულ ძალებს გახდის ძლიერსა და მედეგს. ამავდროულად, საქართველო წევრობას მიუახლოვდება. ასე რომ, ორმაგი მიზეზი არსებობს რეფორმებისთვის - ეს კარგია თქვენთვის და თან, გეხმარებათ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. უმნიშვნელოვანესია თავდაცვაში ინვესტიცია, NATO-ს გაიდლაინია მშპ-ის 2%-ის თავდაცვაში ინვესტირება - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სულ უფრო მეტი წევრი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა "კურიერთან" საუბრისას NATO-ში მოღვაწეობის 10 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისთვის და ნებისმიერი გენერალური მდივნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობაში დარწმუნებაა.

დიდი პატივი იყო NATO-ს გენერალურ მდივნად ყოფნა 10 წლის განმავლობაში. ნორვეგიის პრემიერი 10 წელი ვიყავი და მეგონა, რომ გენერალური მდივნობა მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, NATO-ს ნებისმიერი გენერალური მდივნისთვის ისაა, რომ დარწმუნდე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობაში, რადგან შემდეგი კრიზისისა თუ ომის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ვიდრე ვიცით, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა მხარდამხარ დგას - ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ასევე, მუდამ მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ის, რომ NATO-ს კარი ღია რჩება და ჩვენ ვნახეთ გაფართოების ოთხი ტალღა. NATO წარმატებულია, რადგან ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ვიდგეთ ერთად და, ასევე, ვადაპტირდეთ, გავხდეთ უფრო ფართო.

ჩემი ამოცანა ახლა სრულად არის ფოკუსირებული იმაზე, რომ გავაგრძელო გენ-მდივნად მუშაობა, ვიდრე ჩემი 10 წელი დასრულდება 1-ელ ოქტომბერს. მომენატრება NATO, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ჩემი ათწლეული დამთავრდა,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები