27 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 40-მდე იერიში 5 მიმართულებით მოიგერიეს - ვითარება ფრონტის ხაზზე

უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით რამდენიმე ოლქში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 1 მოქალაქე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 40-მდე იერიში 5 მიმართულებით მოიგერიეს. სულ ფრონტზე 56 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად 5 მილიარდ ევროს გამოყოფს.
პოლონეთი და გერმანია კი უკრაინისათვის "ჯავშანტექნიკის კოალიციას" ააქტიურებს.

დღის ამბები