16 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ევრონესტის პოლიტიკური კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული რეზოლუციის პროექტში ჩვენი მთავარი ინტერესია, საქართველოს საკითხი იყოს სათანადოდ ასახული, უნდა იყოს საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა პირველად ფიზიკურად მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც დეპუტატებთან განიხილეს ორგანიზაციის გაფართოების საკითხი. 

პარალელურად ევროპარლამენტში ევრონესტის შეხვედრა იმართება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციაში ხაზგასმული უნდა იყოს.

"ევრონესტიის პოლიტიკური კომიტეტის ფარგლებში შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ძირითადად საუბარია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გავლენაზე, ჩვენი მთავარი ინტერესი ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით არის ის, რომ საქართველოს საკითხი იყოს სათანადოდ ასახული, შესაბამისად, გარკვეული შესწორებები შევიტანეთ და წარვადგინეთ. საქართველო არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და შესაბამისად, უნდა იყოს საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ამ შედეგებზე, რასაც ეს ქვეყანა ახდენს საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურაზე,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები