16 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მტკნარი სიცრუეა თითქოს ხელისუფლება არ გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას, ჩვენი გუნდიდან წევრი არ დარჩენილა, ვინც ოკუპაციის გაგრძელება საკადრისად არ შეაფასა - რატი იონათამიშვილი

პოლიტიკური განცხადებები და კამათი პარლამენტში. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დარბაზში ურთიერთბრალდებები ისმოდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკატერინე ხერხეულიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნები ჩატარდა, ფაქტთან დაკავშირებით კი "ქართულ ოცნებას" რეაგირება არ მოუხდენია.

"იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მესის ხმა არცერთი ჩვენი ოპონენტის, "ქართული ოცნების" დეპუტატისგან შეფასება, როგორ აღიქვამენ ამ კანონდარღვევას და რა პასუხ აქვთ მათ ამ საკითხთან მიმართებაში. ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით პასუხი არ გააჩნია", - განაცხადა ეკატერინე ხერხეულიძემ.

მას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა უპასუხა და ხერხეულიძის სიტყვებს სიცრუე უწოდა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს დაუყოვნებლის გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მომხდარი დაგმო.

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, ჩვენი ხელისუფლება არ გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას. ეს არის მტკნარი სიცრუე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად გაავრცელა განცხადება, დაგმო ეს ფაქტი და მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს შეფასებისთვის. გუშინ იყო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელმაც ჩვენი ერთობლივი პოზიცია გაავრცელა. ფაქტობრივად, ჩვენი გუნდიდან წევრი არ დარჩენილა, ვინც ოკუპაციის გაგრძელება საკადრისად არ შეაფასა, ამ პირობებში რას ემსახურება იმის თქმა, რომ, თითქოს, ჩვენგან განცხადებები არ მოუსმენია, ეს საზოგადოებამ შეაფასოს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები