16 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებაც ძალიან მალე მიიღება - ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებაც ძალიან მალე მიიღება. მნიშვნელოვანი იქნება არჩევნები, რომელიც კანდიდატ ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს და ეს ევროკავშირმა იხილოს, - აცხადებს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი.

მისივე თქმით, ევრონესტი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს, კანდიდატი ქვეყნების მიერ არჩეულ გზასა და მომდევნო ეტაპზე გადასვლას.

"ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური პროცესი დაწყებულია და ახლა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ყველა გაფართოების მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარება იყო. ამჯერად გაფართოებისადმი ინტერესის გაზრდის საფუძველს ევროპაში საომარი მოქმედება და პოლიტიკური მიწისძვრა ქმნის. ამოსავალი არის მაინც დამსახურებაზე დაფუძნებული და თითოეული სახელმწიფოს ინდივიდუალური პროცესი. საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებაც ძალიან მალე მიიღება. მნიშვნელოვანი იქნება არჩევნები, რომელიც კანდიდატ ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს და ეს ევროკავშირმა იხილოს. ევრონესტის რეზოლუცია ასახავს რეალობას - ჩვენ გვყავდა ქვეყნები, რომლებიც ევროპასთან გეოგრაფიულად ახლოს იყვნენ და ახლა 3 კანდიდატი სახელმწიფოა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა გადაფასებას, ახალი ელემენტებით დატვირთვასა და ადაპტაციას საჭიროებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დღის ამბები