პროექტის "ჩვენი ჯარი" ფარგლებში, ჯარისკაცები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებმა თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
მოსწავლეები დაინტერესდნენ თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებით. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ქართული ჯარის ისტორია, როლი, ამოცანები და პრიორიტეტები გააცნეს და შეკითხვებს უპასუხეს.
თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს.