ნიკა გვარამიას ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ქართველი ხალხის სურვილია, მიიჩნევენ თუ არა ისინი, ჰქონდეთ რაიმე როლი პოლიტიკაში.
"პრემიერმინისტრობა ძალიან ბევრს სურს საქართველოში. ვაშაძეც ვიცით პრემიერი, აგერ გვარამიაც აღმოჩნდა პრემიერობის მოსურნე. მთავარი არის, ქართველი ხალხი უყურებს თუ არა მათ და თვლის თუ არა ღირსად, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ჰქონდეთ ქართულ პოლიტიკაში. ამ მიმართულებით, მათ უდიდესი კრიზისი აქვთ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.