"ხალხის ძალის" სათავო ოფისში პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა. დამტკიცდა პარტიის მმართველობითი რგოლი.
დიმიტრი ხუნდაძე პარტიის გენერალური მდივანი იქნება, გურამ მაჭარაშვილი აღმასრულებელი მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკური მდივანი, ეკა სეფაშვილი კი საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი. "ხალხის ძალის" რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე იქნება.
მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, მათ შორის - პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან.
"ჩავატარეთ "ხალხის ძალის" მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა. დასახელდა ხუნდაძის კანდიდატურა გენერალური მდივნის პოსტზე, გურამ მაჭარაშვილი აღმასრულებელ მდივნად, ეკა სეფაშვილი კი საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ხოლო "ხალხის ძალის" რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე იქნება. ვიმსჯელეთ რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბებაზეც,"- აცხადებს სოზარ სუბარი.