საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის დროს კითხვა ელექტრონულ სამაჯურებთან დაკავშირებით დაუსვა:
"პირველი მანიშნება იმისა, რომ თქვენ პრევენციაზე მუშაობთ, ეს არის ელექტრონული სამაჯურების გამოყენება, რომლის სტატისტიკაც 2020-21 წლებში 21 პირზე იქნა გამოყენებული, ხოლო 2023 წელს ეს სტატისტიკა გახუთმაგდა, რას აპირებთ გააკეთოთ ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკაში კიდევ მეტად გამოყენებისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
ვახტანგ გომელაურმა კი, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის კუთხით მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს:
"მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას ავუხსნათ და კიდევ უფრო გაიზარდოს მომართვიანობა, რადგან აღარ მოხდეს ოჯახში ძალადობა"- აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.