"ჯერ ერთი, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, ეს არის ასე თუ ისე ქართული NGO. იმედი მაქვს, რომ ამ NGO-ს დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსების მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა. დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კი, მსგავსი გაუმჭვირვალობა ამყარებს ეჭვს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.