16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ბის დაფინანსება - სოზარ სუბარი

მმართველი გუნდის განცხადებით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ გამოიყენება ანტიქართული რიტორიკის და პროპაგანდის გასაძლიერებლად.

პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი სრულიად გაუმჭვირვალეა.

"თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ბის დაფინანსება. ხშირად, გაუმჭვირვალეა დონორი ვინ არის, გაუმჭვირვალეა რა არის მიზანი, გაუმჭვირვალეა ბენეფიციარი ვინ არის, ვის უნდა მოხმარდეს, რა მიზნებს ხმარდება და რამდენად სწორად ხმარდება ამ მიზნებს, სრული გაუმჭვირვალობაა, ამის კონკრეტული მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ იყო კონკრეტული შემთხვევა, როდესაც "თბილისი პრაიდის" დაფინანსებაზე სულ სხვას ამბობდა დონორი, ისინი ამბობდნენ, რომ ეს ხმარდება უმცირესობის უფლებების დაცვას, თვითონ ეს ორგანიზაციები ამბობდნენ, დეზინფორმაცია და უმცირესობების უფლებების დაცვა - სრულიად სხვადასხვა თემებია. აი ამ გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადაში, ბრიტანეთში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები