16 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"კრიტიკული კითხვების დასმაც და ვარაუდის გამოთქმაც კი მიუღებელია ხელისუფლებისთვის და ითხოვენ ამ არგუმენტით დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაკონტროლებას" - უჩა ნანუაშვილი

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, უჩა ნანუაშვილმა, ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმა და ვარაუდის გამოთქმაც კი, მიუღებელია.

მისივე თქმით, უმრავლესობა დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაკონტროლებას ცდილობს.

"ანტისახელმწიფოებრივი არის ის, რომ ჩვეულებრივ, არასამუშაო საათებში ხდება დახურული გადასასვლელის გახსნა გაურკვეველი მიზნებით, ის, რომ საქართველოს პოლიტიკა არის გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი, რატომ ხდება ასეთი ფაქტები, რაზეც, მინიმუმ რამდენიმე ადამიანი საუბრობს. ეს წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვების, თუ რატომ ხდება, კონკრეტული დახურული გამშვები პუნქტის გახსნა ღამის საათებში და დაფინანსება, რომელიც სრულიად სხვა საკითხია. ამ ორის ერთმანეთთან კავშირს ნამდვილად ვერ ვხედავ, პირიქით, კიდევ უფრო მეტად მეტყველებს, რომ კრიტიკული კითხვების დასმაც და ვარაუდის გამოთქმაც კი მიუღებელია ხელისუფლებისთვის და ისინი ითხოვენ, ამ არგუმენტით დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაკონტროლებას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა. დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კი, მსგავსი გაუმჭვირვალობა ამყარებს ეჭვს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.

დღის ამბები