ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ორგანიზაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა ანაზღაურებადი სტაჟირება იყო.
მათ სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში დასაქმების პერსპექტივები გააცნეს. ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება წელს დაიწყება. სტუდენტები სტაჟირებას სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებში გაივლიან.