საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება ნიშნავს საქართველოს დაზიანებას, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საქმე ეხება ჩინეთთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებებს, რასაც უმრავლესობა მისი ორგანიზაციის დონორების ინტერესებს უკავშირებს:
"მგონი, ტაივანური დაფინანსება ყველაზე გამჭვირვალეა სხვა დაფინანსებებთან შედარებით. სხვა დაფინანსებებთან შედარებით, ტაივანური დაფინანსება იმიტომაა გამჭვირვალე, რომ, ამ შემთხვევაში, ლოგიკურად ვხვდებით, თორემ კი არავის წარმოუდგენია ჩვენთვის ეს დოკუმენტები, არც თქვენთვის [ჟურნალისტებისთვის] და არ დაინტერესებულა ოპოზიციური, "ნაცმოძრაობის" მედია ამით. მტკიცდება, რომ ტაივანური დაფინანსება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ანტიჩინურ კამპანიას და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დაზიანებაზეა ორიენტირებული. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება ნიშნავს საქართველოს დაზიანებას. მათ შორის, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.