ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად, - გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას.
ოლაფ შოლცი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი პროგრესს აღწევს გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეთ.
"მხარს ვუჭერ იმას, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ამდენი ძალისხმევის შემდეგ ჩვენ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც ეს უკვე გავხადეთ შესაძლებელი მრავალი სხვა ქვეყნისთვის. მჯერა, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაპირება 20 წელზე მეტი ხნის წინ გაიცა თესალონიკში. ახლა ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა შოლცმა.
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დღეს დაიწყო.