16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ევრონესტში ჩაგდებული რეზოლუცია და ხმაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისში შეძახილებით დახვდნენ

ევრონესტში ჩაგდებული რეზოლუცია და ხმაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ქვეყნის მხარდამჭერი დოკუმენტის ინიცირებაზე უარი თქვა, დელეგაციას თბილისში შეძახილებით დახვდნენ.

აეროპორტიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციის თანხლებით გაიყვანეს. მათ შორის იყვნენ გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი და ანი წითლიძე.

საქმე ეხება ევრონესტში განვითარებულ მოვლენებს. ბრიუსელში სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა ოპოზიციამ და უკრაინულმა დელეგაციამ ორი დღის წინ ჩააგდო.

საჭირო იყო 10 ხმა, რეზოლუციის პროექტს კი მხარი ოცნებასთან ერთად, მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა. დოკუმენტი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას და პროცესის დაჩქარების ხელშეწყობას ეხებოდა. პროექტში ასევე საუბარი რუსული აგრესიის შედეგებსა და განგრძობად ოკუპაციაზე.

დღის ამბები