ევრონესტში ჩაგდებული რეზოლუცია პოლიტიკური დისკუსიის თემად რჩება. პროცესებს დაემატა ხმაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კრიტიკულია მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტების მხრიდან ქვეყნისთვის დამაზიანებელ ქმედებებზე საუბრობს.
"ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით. ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები და ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა.
იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით, მათ ჰყავთ კონკრეტული პატრონები და ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საქმესთან და საქართველოს ინტერესებთან," - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ქვეყნის მხარდამჭერი დოკუმენტის ინიცირებაზე უარი თქვა, დელეგაციას თბილისში შეძახილებით დახვდნენ. ოპოზიციის ნაწილი პროვოკაციაზე საუბრობს, ნაწილისთვის კი გაუგებარია თუ რატომ თქვეს დეპუტატებმა უარი თანასპონსორები ყოფილიყვნენ დოკუმენტის, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებას ეხებოდა.