16 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
კახა კალაძე: საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან გაჟღერდეს ვისგან ფინანსდებიან, თუმცა ეს არ მოისურვეს - უნდათ, რომ რაღაცები იყოს მალული

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. ნოდარ ხარშილაძე ერთ-ერთ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს.

თბილისის მერის, კახა კალაძის ფანცხადებით, "ქართულ ოცნებას" გადასარჩენი არაფერი სჭირს.

პირდაპირ ვიტყვი "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს გადასარჩენი. "ქართული ოცნება" დღეს არის ისე ძლიერად, როგორც არასდროს და ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება" გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე. დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

კალაძის თქმით, საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან გაჟღერდეს ვისგან ფინანსდებიან, თუმცა ეს არ მოისურვეს, რადგან უნდათ, რომ რაღაცები იყოს მალული.

"ხალხს ხომ არ გონია დაავიწყდა ის, ან ამ კონკრეტულ პიროვნებას დაავიწყდა, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს ქვეყანაში, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, არამედ კონკრეტული საქმეები. საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან იყოს ყველაფერი გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან. კანონი, რომელიც იყო ინიციირებული, Fara-ს მსგავსი ერთი-ერთში შენიღბეს ე.წ. „რუსულ კანონად“, რომელსაც რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ის, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიეღო. ეს არ მოისურვეს და თუ რატომ მგონი ყველაფერი ცხადია, იმიტომ რომ რაღაცები უნდათ იყოს მალული", - აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები