16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - გიორგი ვაშაძის გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური პარლამენტში - კამათი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებას მოჰყვა. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ უცხოეთში მყოფმა ემიგრანტებმა საკონსულოებს მიმართეს საარჩევნოდ აღრიცხვისთვის, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

პოლიტიკოსმა დიპლომატიური წარმომადგენლობები პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რის გამოც უმრავლესობის დეპუტატები - მამუკა მდინარაძე და ირაკლი ბერაია მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" წევრებმა გიორგი ვაშაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენს - ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ოპოზიციის მოთხოვნით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დაიბარეს.

დღის ამბები