19 აგვისტო 2026,   21:11
ვრცლად
დედაქალაქის მერმა უჩანეიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა. ეს არის ტერიტორია, სადაც შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

დასრულებული სამუშაოები, დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყო. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ, საგზაო სამუშაოებიც შეასრულა.

"ვაკის რაიონში ვიმყოფებით, კონკრეტულად უჩანეიშვილის ქუჩზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი პრობლემური, მეწყრული იყო, იშლებოდა და ავტომობილებისთვის გადაადგილება სახიფათო იყო. შესაბამისად, მოხდა პროექტის განხორციელება, დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი რომ დაიჭიროს. პრობლემები იყო, როდესაც სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფერი დასრულებულია და მოწესრიგებულია", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები