სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, მის მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხმაურება.
ნოდარ ხარშილაძე გუშინ საკუთარ განცხადებაში ოპოზიციის სისუსტეზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს იყო სახელისუფლებო გუდისთვის შესაძლებლობა, რაც მმართველმა პარტიამ ერთგვარ მუქარადაც კი აღიქვა.
ხარშილაძე საკუთარ განცხადებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მესამე სექტორს აქვს გავლენა პოლიტიკაზე და ჰყავს უცხოელი დონორები.
"რა თქმა უნდა, ეს მუქარაა, იმიტომ, რომ 12 წელია უკვე ხელისუფლებაში არიან და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება. აბსოლუტურად სიმართლეა და ვეთანხმები, რომ პოლიტიკაზეც გვინდა გავლენა, უცხოელებიც გვაფინანსებენ და ბევრსაც ვმუშაობთ, რომ რაღაც შეიცვალოს ქვეყანაში. საელჩოები გვაფინანსებენ, აბა სახელმწიფოს გამოვართვათ ფული? გუშინდელ გამოსვლაში არც ფული ამიღია და არც არავის დავუფინანსებივარ. აბსოლუტურად გამჭვირვალე მაქვს, ვებსაიტზე დევს ყველაფერი", - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.
ნოდარ ხარშილაძე ერთ-ერთ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს.