16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ზუსტი ტექსტი რომ არ ჰქონდათ ეს ტყუილია, ყველანაირი არგუმენტი, თითქოს რაღაც არ იცოდნენ არასერიოზულია - მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტში ჩაგდებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიციის არგუმენტი, თითქოს მათ რეზოლუციის ტექსტი არ იცოდნენ, არასერიოზულია. 

ასევე, მაკა ბოჭორიშვილს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე კონკრეტული კითხვები აქვს:

"ზუსტი ტექსტი რომ არ ჰქონდათ ეს ტყუილია. მათ ჰქონდათ ყველაფერი, პოლიტიკურ ჯგუფებში ორშაბათს საღამოს იყო ტექსტის განხილვა და პოლიტიკურ ჯგუფებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ პოზიცია. მათ ინფორმაცია ყველა ვარიანტში ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ რეზოლუციის ტექსტი არსებობდა საქართველოსთან დაკავშირებით. ამას ადასტურებს ისიც, როდესაც ისინი ამბობენ, რომ უნდოდათ ცვლილებები განეხორციელებინათ ტექსტში და თუკი არ იცოდნენ, რას ახორციელებდნენ.

მაქვს კითხვა - რა პოზიციები ფიქსირდებოდა ლიბერალების ჯგუფის შეხვედრაზე საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ინიციატივასთან დაკავშირებით. ასევე საინტერესოა, რითი აპირებდნენ ამ ტექსტის უფრო კონკრეტული გზავნილების ჩამოყალიბებას. ეს ჩემთვის მათ არ მოუწოდებიათ. ყველანაირი არგუმენტი, რომ თითქოს რაღაც არ იცოდნენ, არასერიოზულია. თუ არ იცოდნენ, ეს კიდევ უფრო მათი ბრალია, რადგან გამოდის, რომ უყურადღებოდ მუშაობდნენ საპარლამენტო დელეგაციებში,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ქვეყნის მხარდამჭერი დოკუმენტის ინიცირებაზე უარი თქვა, დელეგაციას თბილისში შეძახილებით დახვდნენ. ოპოზიციის ნაწილი პროვოკაციაზე საუბრობს, ნაწილისთვის კი გაუგებარია თუ რატომ თქვეს დეპუტატებმა უარი თანასპონსორები ყოფილიყვნენ დოკუმენტის, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებას ეხებოდა.

დღის ამბები