16 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრის შექმნა, არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობის ყველაზე სწორი და ადეკვატური გზაა - თეონა აქუბარდია ელისაშვილის ინიციატივაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისნ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრის შექმნა, არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობის ყველაზე სწორი და ადეკვატური გზაა.

მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას ისეთი გაერთიანება, რომელსაც არამხოლოდ ფორმალური, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ექნება, არამედ ექნება გამარჯვების შესაძლებლობა.

"მაშინ, როდესაც ოპოზიციის გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გადის ალტერნატიული ცენტრების იმგვარ ფორმირებაზე, რომელსაც ექნება არა მხოლოდ ფორმალური, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, არამედ ექნება გამარჯვების შესაძლებლობა - ბუნებრივია, ეს პროცესი არის დასაწყები. მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რეალურად შეიქმნას მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვების შესაძლებლობის ყველაზე სწორი და ადეკვატური გზაა. მაინც ვფიქრობ, რომ გარდაუვალია ამგვარი რამ მოხდეს და რაც დროზე დაიწყება კონსულტაციები, მით უკეთესი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს. მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ "ლელოს“, გახარიას პარტიას, "გირჩს“, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსს, გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს.

დღის ამბები