25 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"დაკავებულია ოთხივე ტერორისტი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ტერაქტში" - კრემლის ინფორმაციით, ტერაქტში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ჩართული 10-ზე მეტი პირია დაკავებული

რუსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ "ოთხივე ტერორისტი", რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შეიაღებულ თავდასხმაში, დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

მედიის ცნობით, რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, სულ 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 უშუალოდ იყო ჩართული ტერაქტში. 

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მხვერპლთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

 

დღის ამბები