25 ივნისი 2026,   15:05
ვრცლად
25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა - საზეიმო ღონისძიება ბათუმში მიმდინარეობს

25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა. საზეიმო ღონისძიება ბათუმში მიმდინარეობს. საზღვაო აკადემიის კურსანტები ტრადიციულ მსვლელობას მართავენ, ევროპის მოედანზე კი, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო-შემეცნებითი სივრცეები იქნება განთავსებული.

დღესასწაული საღამოს, ოფიციალური მიღებითა და კონცერტით დასრულდება.

"იქნება კონცერტი, ბავშვთა გასართობი პროგრამა, ბავშვებს ანახებენ საზღვაო რუკებს. ბოლოს კი იქნება დასკვნითი ღონისძიება, საზღვაო პორტში შეხვდებიან მეზღვაურებს, იქნება დაჯილდოება," - განაცხადა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თამაზ იმერლიშვილმა.

დღეისთვის საქართველოს 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.

 

ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები