25 ივნისი 2026,   23:20
ვრცლად
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის გამო, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფები სამძებრო ოპერაციებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ და მრავალსართულიანი ნანგრევების ქვეშ მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ.

ვენესუელას მთავარი საერთაშორისო აეროპორტი მიწისძვრის შედეგად მიყენებული სერიოზული ზარალის გამო დაკეტილია.

მედიის ინფორმაციით, როდრიგესმა ქვეყნის მოსახლეობას მიუსამძიმრა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური დიდი მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს და განმარტავს, რომ "კატასტროფა, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანია".

ცნობისთვის, ვენესუელაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

დღის ამბები