რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი ბრიუსელში ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასა და დეოკუპაციას ეხებოდა - საკითხი პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემაა.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ოპონენტების ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოახდინა. მათი თქმით, ვერანაირი არგუმენტი, მითუმეტეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვერ ამართლებს იმას, რომ "ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდა".
"საქართველოს უღალატეს პირდაპირ ფეხზე დამდნრებმა და გაღიმებულებმა, მხარი არ დაუჭირეს მაკა ბოჭორიშვილს კი არა, ამათმა ქართველ ხალხს უღალატეს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", ვაშაძე, სამადაშვილი ყველა როგორ მოძრაობდნენ ევროპარლამენტის, ბრიუსელისა და სხვადასხვა კორიდორში, ზუსტად ამავე მავნებლობით იყვნენ დაკავებულები, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს რა გასაკვირია, ახლა მოხდა ერთ-ერთი სტადია, როდესაც მათ ვერ გაუძლეს, თავი ვერ შეიკავეს და გამოაჩინეს ის ზიზღი, ბოღმა და მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელიც მათი ბუნების განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება იმას, რომ მას თითქოს ვერ გაიგეს რეზოლუციის არსებობის შესახებ, ან მისი შინაარსი, მოლდოველმა ხალხმა გაიგო და ჩვენს ნაცებს და უკრაინელ ასევე ნაცებს რა ეტაკათ რომ ვერ შეიგნეს და ვერ შეიტყვეს," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.