16 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
თუ იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობა, ამან ბევრი ხმა უნდა მოიტანოს - ხატია დეკანოიძე ელისაშვილის შეთავაზებაზე

ალეკო ელისაშვილის შეთავაზება კოლეგებს - "მოქალაქეების" ლიდერი "ლელოს", გახარიას პარტიას, "გირჩს", ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს, გაერთიანების გზებზე სასაუბროდ იწვევს.

როგორც თავად ამბობს, პარტიული დღის წესრიგი, დროებით, გვერდზე უნდა გადადონ და საერთო კონტურებზე ფიქრი დაიწყონ.

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას ემხრობა, ნაწილი კი წინადადებაზე ფიქრობს.

"თუ იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობა, მაშინ ამან ბევრი ხმა უნდა მოიტანოს. ჩემთან დაკავშირებით, კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციაზე გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, აუცილებლად გაგაგებინებთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები