16 ნოემბერი 2024,   08:07
ვრცლად
ქართული ემიგრაცია საკმაოდ ჭრელია და შესაძლოა ამიტომაც ფიქრობს ოპოზიცია და ემიგრანტი პრეზიდენტი მათი ერთი ნაწილის გამოყენებას საარჩევნო "მოლოტოვის კოქტეილად", რათა სიტუაცია არიონ - ზაალ ანჯაფარიძე

"ახალი ტალღის ქართული ემიგრაცია საკმაოდ ჭრელია, და შესაძლოა ამიტომაც ფიქრობს ოპოზიცია და ემიგრანტი პრეზიდენტი მათი ერთი ნაწილის გამოყენებას საარჩევნო "მოლოტოვის კოქტეილად", რათა სიტუაცია არიონ“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ადრე თუ გვიან, მოუწევთ ამ "მორიგი ხელოვნურად აგორებული თემის მიხურვა".

"ახალი ტალღის ქართული ემიგრაცია საკმაოდ ჭრელია, და შესაძლოა ამიტომაც ფიქრობს ოპოზიცია და ემიგრანტი პრეზიდენტი, მათი ერთი ნაწილის გამოყენებას საარჩევნო "მოლოტოვის კოქტეილად", რათა სიტუაცია არიონ, რამდენი ემიგრანტი დათანხმდება ამ როლზე არ ვიცი, ალბათ გამოჩნდებიან მსურველები.

არადა, სიტუაცია არის მარტივი. გინდა ძალიან ხმის მიცემა? კეთილი ინებე და წადი საელჩოში ან საკონსულოში. სად არის ასეთი პრაქტიკა, რომ ემიგრანტებისთვის ყოველ მოსახვევში საარჩევნო უბანი იხსნებოდეს?! ამას რომელი ბიუჯეტი გასწვდება?

ადრე თუ გვიან, მოუწევთ ამ მორიგი ხელოვნურად აგორებული თემის მიხურვა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები