
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. "რუსთავის 2-ის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სტადიონის მიმდებარედ, კედელს შეეჯახა, შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.