"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე "ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ჩავარდნა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატია.
"ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი. წარმოუდგენელია სხვანაირად შეაფასო, რომ საქართველოს შესახებ ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით უპოზიტიურესი უამრავი ჩანაწერი იყოს და არ მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით და ამას მხარი არ დაუჭირო. ბოლო წუთამდე, ვიღაცას შენი იმედი ჰქონდეს და ბოლო წუთზე უარი უთხრა, ეს არის საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. სხვანაირად ეს ვერ შეფასდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.