16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ბრიუსელში, პარლამენტების საგარეო და ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტების თავმჯდომარეები ერთმანეთს ხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების დეპუტატები ბრიუსელში ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად, მხოლოდ პარლამენტების საგარეო და ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტების თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს.

ორი დღის განმავლობაში, კანონმდებლები ისაუბრებენ ყველა აქტუალურ საკითხსა და გამოწვევაზე. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი თემაა ევროკავშირის გაფართოება, ასევე - უსაფრთხოების საკითხები და უკრაინის ომი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატის [კოზაკის] შეხვედრაში მონაწილეობს ქართული დელეგაციაც. დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელიც 2-დღიანი მუშაობის შემდეგ მიიღება, ასახული იყოს საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობა და ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯები," - აცხადებს ​პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები