28 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
137 გარდაცვლილი, 180-ზე მეტი დაშავებული და 4 დაკავებული - რა სასჯელი ელით მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერორისტული თავდასხმისთვის დაკავებულებს

დალერჯონ მირზოევი, მუროდალი რაჩაბალიზოდე, მუჰამადსობირ ფაიზოვი და შამსიდინ ფარიდუნი - ეს ის 4 ტერორისტია, რომლებმაც მოსკოვის "კროკუს სიტი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში სასაკლაო მოაწყვეს. რუსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შემსრულებლებს ბასმანის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარადა. 4-ივე დაკავებულს მაქსიმალური სასჯელი - ტერორიზმის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა კრემლში თავადსამხმელების სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულები სასამართლოს დარბაზში ნაცემ მდგომარეობაში ცალ-ცალკე მიიყვანეს. პრესა წერს, რომ ეჭვმიტანილები პოლიეთილენის პარკითა და დენით აწამეს, ერთ-ერთ მათგანს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს კი, დაკავებისას ყური მოაჭრეს. სასამართლო დარბაზში საკაცით შეიყვანეს 19 წლის მუჰამდსობირ ფაიზოვი. ის სასამართლო პროცესზე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, მას დაკავებისას ბუდიდან თვალი ამოუგდეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.

სასტიკად ნაცემი 4-ივე თვადამსხმელი ტაჯიკეთის მოქალაქეა. საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. მათ შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ირკვევა რომ რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, რენოს მარკის თეთრი ავტომობილით. რუსეთის პრეზიდენტის განცახდებით, ტერორისტები უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. პუტინი დანაშაულში უკრაინის კვალზე საუბრობს, კიევში და ვაშინგტონში კი ბრალდებას აბსურდს უწოდებენ.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფმა "ხორასანმა" აიღო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დაჯგუფებაა. ვარაუდობენ, რომ ამ დაჯგუფების სამიზნე რუსეთი იმიტომ გახდა, რომ მოკოვს თალიბანთან კარგი ურთიერთობა აქვს, მათთან კი "ხორასანის" დაჯგუფებას დაპირისპირება აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმების შესახებ ვაშინგტონმა კრემლი გააფრთხილა, თუმცა მოსკოვმა გაფრთხილება სერიოზულად არ მიიღო. საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა დიდმა ბრიტანეთმა და შეერთბულმა შტატებმა. მომხდარის გამო საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს.

24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტულ თავდასხმას მოკოვში 137 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. ტარგედიის ადგილზე ათასობით ადგილობრივი სამძიმრის გამოსახატად ყვავილებითა და სანთლებით მიდის.

დღის ამბები