27 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მოთხოვნა გირაოს შემცირების შესახებ დააკმაყოფილა

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ გადაიხადოს შემცირებული გირაო 175 მილიონი დოლარის ოდენობით.

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს 464 მილიონი დოლარის გადახდის ვადა დღეს ეწურებოდა, თუმცა გასულ კვირას მისმა ადვოკატებმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა ჯარიმის სრული თანხის დაფარვას, ამიტომ მისი შემცირება და დამატებით 10 დღიანი ვადა მოითხოვეს. შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია.

შეგახსენებთ, რომ ამას გარდა, ტრამპის წინააღმდეგ წარმოებს კიდევ ერთი დავა პორნო ვარსკვლავის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე, თუმცა ეს უკვე სისხლის სამართლის პროცესია და მისი განხილვა 15 აპრილს დაიწყება.

დღის ამბები