16 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ, პროპაგანდა და უფლებები ერთმანეთში აურიონ - მამუკა მდინარაძე 

აპირებს თუ არა ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს - პარტიების ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში ჩაერთვება, მეორე ნაწილი კი ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გასამიჯნია:

"ბავშვებს უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნ ანიმაციურ პროპაგანდისტულ ფილმებს აყურებინებენ. ბავშვებს ანიმაციურ ფილმში რომ უქადაგებ, ბედნიერება ამის გარეშე წარმოუდგენელია, ეს პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ და განვაცალკევოთ. პროპაგანდისტები კი ცდილობენ, პროპაგანდა და უფლებები ერთმანეთში აურიონ. ეს მთავარი ღირებულებითი ხაზია და ამ ხაზზე ბრძოლა, ღირებულებითი ომი მიმდინარეობს, რაშიც ვერ გაიმარჯვებენ, რადგან მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო პაკეტი, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარადგინა. 8 პუნქტიანი დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს, აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.

 

დღის ამბები