16 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ამბობენ, მსოფლიოს არცერთ ფილოსოფიასა და თეორიაში არ არის - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზოციურ პარტიებში არაერთგავროვანი მოსაზრებები არსებობს. ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს კი, პოზიცია ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ აქვს:

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ სინამდვილეში ერთი მაგალითიც კი არ მოიყვანეს, ვინ დაზარალდა ამ პროპაგანდით. მე არანაირი კითხვები არ მაქვს, არასერიოზული თემაა თავიდან ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კანონპროექტი გენდერის წინააღმდეგ, თუ უნდათ მხარი დაუჭირონ. ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გვაქვს საზოგადოებაში. სრულიად დამსახურებულად უაზრო ფინალით დამთავრდება ეს ისტორია," - განაცხადა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, მსოფლიოს არცერთ ფილოსოფიასა და თეორიაში არ არის:

"როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არ გყავს, რომელ ცვლილებაზეა საუბარი?! - როდესაც არავინ არ დაუჭერს ამ კანონპროექტს მხარს თუნდაც იმის გამო, რომ მაქსიმალურად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება. საკონსტიტუციო განხილვები როდესაც იქნება, ჩავერთვებით და ვამხელთ კიდევ ერთხელ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ამბობენ, მსოფლიოს არცერთ ფილოსოფიასა და თეორიაში არ არის," - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო პაკეტი, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარადგინა. 8 პუნქტიანი დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს, აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.

დღის ამბები