27 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
"კროკუსში" ტერორისტების ქმედებასა და უკრაინაში რუსების ქმედებებს შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია - პუტინი უკრაინაში უფრო მეტ ადამიანს ხოცავს - კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, "კროკუსში" ტერორისტების ქმედებასა და უკრაინაში განხორციელებული რუსების ქმედებებს შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია - პუტინი უკრაინაში უფრო მეტ ადამიანს ხოცავს.

მისი თქმით, ნომერ პირველი ტერორისტი მსოფლიოში, ცივილიზებული სამყაროსგან სამძიმრის მიღებას ცდილობს.

"ათი ათასობით უკრაინელი, უკვე ორ წელზე მეტია, ტერორისტების - რუსების გამო კვდება. მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტი ცდილობს, ცივილიზებული სამყაროსგან სამძიმარი მიიღოს. "კროკუსში" ტერორისტების ქმედებასა და უკრაინაში განხორციელებული რუსების ქმედებებს შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია - პუტინი უკრაინაში უფრო მეტ ადამიანს ხოცავს. ბოროტება ერთნაირია. პუტინი ცდილობს, "კროკუსზე" განხორციელებული თავდასხმა გამოიყენოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ჩვენ ვცხოვრობთ შეშლილი მეზობლის გვერდით, რომელსაც მანიაკური გადახრა აქვს", - განაცხადა კლიჩკომ.

დღის ამბები