საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევას ულოცავს.
"ვულოცავთ ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებს პირველ ისტორიულ კვალიფიკაციას ევროპის ჩემპიონატზე", - ვკითხულობთ საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.