28 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომი - ოკუპანტებმა გასულ ღამეს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 130-მდე დასახლება დაბომბეს

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. კრემლი აგრძელებს აგრესიულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე, წუხელ ოკუპანტებმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 130-მდე დასახლება, არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა ინფრასტრუქტურა.

ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების მიზნით.

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსეი დანილოვი გაათავისუფლა და მის ნაცვლად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.

"საკადრო ცვლილებები გვაქვს სახელმწიფოს მართვის სისტემაში. მადლობელი ვარ ოლექსი დანილოვის საქმიანობისთვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.

ახლა მის საქმეს ალექსანდრ ლიტვინენკო გააგრძელებს, რომელსაც ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს და ის შეძლებს უკრაინისთვის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გამოწვევების გადაჭრას.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და პოზიციების გამყარებაზე. მიმდინარე პროცესებში, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ეროვნული უსაფრთხოება - ჩვენ განვაახლებთ და გავაძლიერებთ უკრაინის სახელმწიფო სისტემის ყველა სფეროს,"- აცხადებს ზელენსკი

დღის ამბები