16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
როგორც ჩანს, სააკაშვილი ეცადა თავის თანაგუნდელებთან ერთად, რაღაც დიდი გაერთიანების მსგავსი მაინც შეექმნა და ამ გაერთიანებას თავში მოქცეოდა - გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა, რომელის მიხედვითაც სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობას" ერთპიროვნულ გამარჯვებაზე საუბრობს:

"როგორც ჩანს, სააკაშვილი ეცადა თავის თანაგუნდელებთან ერთად, რომ რაღაც დიდი გაერთიანების მსგავსი მაინც შეექმნა და ამ გაერთიანებას თავში მოქცეოდა, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა. ამიტომ, ყველასთვის დახურა კარი. 5%-იანი ზღვარის ცდომილებაში არიან დღეს ისინი თავის უკვდავ ბელადთან ერთად.

"ქართულ ოცნებას" აქვს 60%-მდე რეიტინგი, დანარჩენებს კი მოუწევთ იმისთვის ბრძოლა, რომ როგორმე გადალახონ ბარიერი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები