16 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს, როგორც ხედავთ, გადაუარა დემენციამაც და შიმშილობამაც და უკვე საარჩევნო პროგნოზებს აკეთებს - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის" წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები საკუთარ გეგმაშიც ხედავენ, რომ მათთვის "კრახი გარდაუვალია" .

მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წაგება გარდაუვალია:

"მიხეილ სააკაშვილს, როგორც ხედავთ, გადაუარა დემენციამაც და შიმშილობამაც და უკვე საარჩევნო პროგნოზებს აკეთებს. ჯერ გაიყვნენ, მერე გაერთიანდნენ, ახლა ისევ გაიყვნენ, მაგრამ საკუთარ გეგმაშიც ხედავენ, რომ კრახი გარდაუვალია მათთვის. ის სწორად აცნობიერებს, რომ მასთან ასოცირებული ეს პატარა პარტიები - "ნაცმაცუნები" ბარიერს ვერ გადალახავენ, თუმცა, გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი და იგივე იქნება. გარდაუვალია მათი წაგება, ისე, რომ პენლებიც არ იქნება, თავშივე," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დღის ამბები