აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი უწოდა და უკრაინის დახმარების გზების შესახებ ისაუბრა. განცხადება ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
"წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის, უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტი მხარდამჭერებთან ლაპარაკობდა გადასახადების საკითხზე, ის მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივას განიხილავს.