25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამის მიზანი რეგიონებში ეკო სისტემის გაძლიერება და ინოვაციური სტარტაპების შექმნაა.
2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მსგავსი სახის პროექტები იმერეთში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს.