08 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
ავღანეთში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.  კატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის 6 ამერიკელი ჯარისკაცია. ბორტზე 6 კაციანი ამერიკული ეკიპაჟის გარდა, 5 სამოქალაქო პირიც იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 2 ავღანელიც.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით ჯალალაბადში მებრძოლების მხრიდან აქტიურობა არ შეინიშნებოდა. თალიბები კი ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს.

ჰერკულეს C – 130 ტიპის თვითმფრინავი ჯალალაბადის აეროპორტთან აფრენის დროს ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები