21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის ახლადდანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ-კაჰარს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული პარტნიორობა. ასევე, განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.

დღის ამბები