11 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ ელჩს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებისა და კავშირის გაძლიერების მიმართულებით აღინიშნა ბრიტანეთის საბჭოს როლი და მნიშვნელობა.

გივი მიქანაძემ გარეტ უორდს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

დღის ამბები