07 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება" - თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციების მეორე დღე გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არსებობს თანხმობა, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და პრეზიდენტის როლი მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი იქნება.

"დაუშვებელია, ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ, კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება. მივესალმებით იმას, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა. მთავარია, გამარჯვების მოპოვება," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას უკვე ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს და რაზეც კონსულტაციებს ქარტიაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან გაივლის.

დღის ამბები