21 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ეს განცხადება არის პოლიტიკურად ანგაჟირებული"- გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე

საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, - ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება" - წერია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

"როდესაც ასეთ განცხადებას კითხულობ, საინტერესოა კიდევ დამატებით ვიკითხოთ - რატომ? რა არის მიზეზი, სად გადავდგით უკან ნაბიჯი? ასე, რომ მე ვფიქრობ, ეს განცხადება არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ამას ამომრჩეველი კარგად ხვდება. 121 მილიონი, ჯერ ერთი, გასარჩევია, ვის რამდენი და სად ეკუთვნოდა ან რაზე იხარჯებოდა. ის ნაწილი, რომელიც რომელიმე დარგს ხმარდება, რასაკვირველია, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეავსოს," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები